Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა სამხედრო შენაერთები განათავსა სირიის საზღვართან


თურქეთმა სამხედრო შენაერთები განათავსა სირიის საზღვართან, რაც მიანიშნებს დაძაბულობის მატებაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში. როგორც იუწყებიან, დღეს სირიასთან საზღვარს მიაშურა თურქეთის 30 სამხედრო ავტომანქანის კოლონამ, დატვირთულმა საზენიტო თავდაცვის იარაღით და რაკეტებით. თურქი ოფიციალური პირების განმარტებით, საქმე ეხება „გამაფრთხილებელ ზომას“ მას შემდეგ, რაც სირიამ 22 ივნისს ხმელთაშუა ზღვის თავზე ჩამოაგდო თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი. პრემიერ-მინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი დამასკს აფრთხილებს, რომ სირიის ნებისმიერი სამხედრო შენაერთი, რომელიც თურქეთის საზღვარს მიუახლოვდება, პოტენციურ საფრთხედ იქნება მიჩნეული. მიმდინარე კვირაში ანკარას „მტკიცე სოლიდარობა“ გამოუცხადა ნატომ, რომელმაც თურქეთის თხოვნით გამართა საგანგებო შეხვედრა სირიის მიერ მისი თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ.
XS
SM
MD
LG