Accessibility links

logo-print

ჰააგის სამხედრო ტრიბუნალმა კარაჯიჩს მოუხსნა გენოციდის ერთ-ერთი ბრალდება


ჰააგის სამხედრო ტრიბუნალმა გენოციდის ორი ბრალდებიდან ერთ-ერთი მოუხსნა რადოვან კარაჯიჩს - ბოსნიელი სერბების პოლიტიკურ ლიდერს ბოსნია-ჰერცეგოვინაში 1990-იანი წლების ომის დროს. ბრალდება ეხებოდა არასერბების გაძევებას ბოსნიის დასახლებებიდან. ამჟამად ძალაში რჩება კარაჯიჩისთვის წაყენებული კიდევ ათი ბრალდება, მათ შორის გენოციდის ბრალდება სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტის ორგანიზებაში შესრულებული როლისთვის. 1995 წელს ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში მოკლეს 8000-მდე მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი.
XS
SM
MD
LG