Accessibility links

logo-print

საქართველოში მზარდი დაძაბულობა ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს


შტეფან ფიულე

შტეფან ფიულე

ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულე აცხადებს, რომ ევროკავშირში მზარდ შეშფოთებას იწვევს საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური დაძაბულობისა და პოლარიზების მატება. ფიულემ ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ. ევროკომისრის თქმით, ევროკავშირი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება მედია-ლანდშაფტის განვითარებას საქართველოში. საგანგებო პრესრელიზში, რომელიც ევროკომისიამ გაავრცელა ფიულესთან პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ, ასევე აღნიშნულია, რომ ფიულემ შეაქო საქართველოს მიერ მოდერნიზაციისა და რეფორმების მხრივ მიღწეული მნიშვნელოვანი წინსვლა და დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში მოდერნიზაციისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის პროცესის მიმართ, რასაც ემსახურება „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამით გათავლისწინებული ზომების განხორციელება. ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრის გარდა, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაში. მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ცნობით, ყრილობის მონაწილენი მსჯელობენ ევროპულ ღირებულებებსა და ევროპელი ლიდერების საერთო მისწრაფებებზე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG