Accessibility links

ევროზონის ქვეყნები ესპანეთსა და იტალიას დაეხმარებიან


ევროზონის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ სავალუტო კავშირის გამყარებაზე და გადაუდებელი ზომების მიღებაზე ესპანეთისა და იტალიის საკრედიტო კრიზისის გადასაჭრელად. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ფინანსური სტაბილურობის ევროპული ფონდის სახსრები შეიძლება პირდაპირ იქნას გამოყენებული კრიზისით დაზარალებული ბანკების კაპიტალიზაციისათვის. ამას მოითხოვდა ესპანეთი, რომლის საბანკო სისტემაც საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მადრიდი და რომი დათანხმდნენ ევროკავშირის ქვეყნების მიერ მოწონებულ პროექტს, რომელიც 120 მილიონი ევროს მოცულობის კრედიტით დაეხმარება ეკონომიკურ ზრდას.
XS
SM
MD
LG