Accessibility links

logo-print

ივანიშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს აკრიტიკებენ


კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ივანიშვილის სარჩელთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამოაცხადა.”ინტერპრესნიუსის” ცნობით, ადვოკატი ალექსანდრე ბარამიძე აცხადებს, რომ მოსამართლემ არ დაასახელა არც ერთი მიზეზი, თუ რატომ ეთქვა უარი ივანიშვილს მოქალაქეობაზე. ადვოკატები აღნიშნულ განჩინებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ და გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, თუ უზენაესმა სასამართლომაც არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი, საქმე ევროსასამართლოში გადაინაცვლებს.
XS
SM
MD
LG