Accessibility links

საქართველოში ძლიერ წვიმებსა და მეწყერს ელიან


სინოპტიკოსების ცნობით, საქართველოში კიდევ რამდენიმე დღე წვიმიანი ამინდები იქნება. განსაკუთრებით უხვი ნალექი ნავარაუდევია დასავლეთ საქართველოში.გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროპროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, რომ ტემპერატურა მატებას 2 ივლისიდან დაიწყებს. მანამდე კი, საქართველოს პატარა მდინარეებში წყალმოვარდნები და ნიაღვრებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდროპროგნოზირების განყოფილებაში ”ინტერპრესნიუსს” უთხრეს, რომ დასავლეთ საქართველოში გასულია გეოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სიტუაციას შეაფასებენ და პრევენციულ ღონისძიებებს დაგეგმავენ.
XS
SM
MD
LG