Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში, მეჩეთში მოკლეს ადგილობრივი იმამი


რუსეთის რესპუბლიკა დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, დაახლოებით ნაშუაღამევს, ბუინაკის რაიონის სოფელ ყარამახის მეჩეთში შეიარაღებული ნიღბიანი პირები შეიჭრნენ და მოკლეს ადგილობრივი იმამი, მაგომედკამილ გამზათოვი და ასევე, იქვე მყოფი მლოცველი. თავდამსხმელებმა შემდეგ ცეცხლი წაუკიდეს მეჩეთს, იქვე მდგომი მანქანა გაიტაცეს და მიიმალნენ. ადგილობრივებმა ხანძარი ჩააქვრეს. დაიწყო გამოძიება. პასუხისმგებლობა მომხდარზე არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG