Accessibility links

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო


კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სააპელაციო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო და მის განჩინებას პოლიტიკური ხასიათი აქვს. დაცვის მხარე ხელისუფლებას ადანაშაულებს დროის გაჭიანურებაშიც და ამის ერთ-ერთ მაგალითად იმას ასახელებს, რომ სააპელაციო სასამართლომ მისთვის იანვარში წარდეგნილ სარჩელზე გადაწყვეტილება 5 თვის შემდეგ მიიღო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ და მისგან პირველი ორი ინსტანციის მსგავსი პასუხის შემთხვევაში, საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნება. პრეზიდენტის ბრძანებულებით, ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა შარშან ოქტომბერში შეუწყდათ. მოგვიანებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქეობა აღუდგინა ეკატერინე ხვედელიძეს.
XS
SM
MD
LG