Accessibility links

logo-print

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის სარჩელი


თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბიძინა ივანიშვილის სარჩელი პრეზიდენტის ბრძანებულების ბათილად ცნობის და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მან გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები და შეფასებები. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციითა და საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანული კანონით მოქალაქეობა მინიჭებული პირისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის წესი ცალკე განსაზღვრული არ არის, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ ამ კატეგორიის პირებზე ვრცელდება მოქალაქეობის შეწყვეტის საერთო კანონით დადგენილი წესები. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებაც, რომ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლები თანაბრად ვრცელდება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებზეც, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა გამონაკლისი წესით მიიღეს.
XS
SM
MD
LG