Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაიროში, ტაჰრისის მოედანზე ხალხს ახალი პრეზიდენტი მიმართავს


ათასობით ეგვიპტელი იკრიბება ეგვიპტის დედაქალაქის,ქაიროს ტაჰრისის მოედანზე, სადაც, ახლად არჩეული პრეზიდენტი, მოჰამედ მურსი ხალხს მიმართავს. ისლამისტურ მოძრაობა „მუსლიმთა საძმომ“, რომლის წარმომადგენელიცაა მურსი, ხალხს მოუწოდა შეიკრიბოს პარასკევს, როგორც მან უწოდა „ხელისუფლების გადაცემის დღეს“. შაბათს ქაიროს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში გაიმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია. შემდეგ მურსი შეხვდება უზენაესი სამხედრო საბჭოს წარმომადგენლებს. საბჭოს განაგებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ფელდმარშალი ჰუსეინ ტანტაუი. სამხედრო საბჭო შეინარჩუნებს თავის გავლენას ძალაუფლების პრეზიდენტისთვის გადაცემის შემდეგაც. მან ახლახან დაშალა პარლამენტი, რომელშიც ისლამისტები დომინირებდნენ და საკანონმდებლო უფლებამოსილებები თავის თავზე აიღო.
XS
SM
MD
LG