Accessibility links

პეტერბურგში ერთმანეთს ხვდებიან ლავროვი და კლინტონი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ,სერგეი ლავროვი, ერთმანეთს ხვდებიან დღეს საღამოს პეტერბურგში, სირიის გარშემო აზრთა სხვადასხვაობის გადალახვის მიზნით. ორი ქვეყნის თანხმობა საჭიროა, რათა შედგეს საერთაშორის კონფრენცია სირიის კონფლიქტის გარშემო. შაბათისთვის დადეგმილი ეს კონფრენცია თავდაპირვლად დაიგეგმა გაეროს და არაბთა ლიგის წარგზავნილის, კოფი ანანის გეგმისთვის მხარდაჭერის საჩვენებლად. ეს გეგმა ითვალისწინებს სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნას, რომელიც გააერთიანებდა ოპოზიციის და მმართველი ძალის წარმომადგენლებს. მაგრამ ლავროვმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი არ ემხრობა გარედან ზეწოლას,რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გადადგეს. სირიის ოპოზიციურმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ისინი უარყოფენ ყოველგვარ გარდამავალ გეგმას, რომელიც არ მოითხოვს ასადის გადადგომას.
XS
SM
MD
LG