Accessibility links

logo-print

ტოკიოში ათიათასობით ადამიანმა გამოთქვა პროტესტი ატომური ენერგიის წინააღმდეგ


ათეულათასობით ადმიანმა მიიღო მონაწილეობა ტოკიოშიი, იაპონიის დედაქალაქში, პრემიერის რეზიდენციასთან გამართულ დემონსტრაციაში. საპროტესტო აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან მთავრობის სურვილს, კვლავ აამოქმედონ ბირთვული ელეტროსადგურები. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით: „აღსდექით რეატორების კვლავ ამოქმედების წინააღმდეგ“, „ბირთვული ერა დასრულდა“. 16 ივნისს დაამტკიცა პრემიერმა იოშიკიკო ნოდამ გადაწყვეტილება ორი ბირთვული რეაქტორის კვლავ ამოქმედების შესახებ. იაპონიის მოსახლეობა უნდობლადაა განწყობილი ბირთვული ენერგეტიკის მიმართ ფუკუშიმის სადგურზე შარშან მომხდარი კატასტროფის შემდეგ.
XS
SM
MD
LG