Accessibility links

logo-print

ჩინეთში მფრინავებმა და მგზავრებმა თავიდან აიცილეს თვითმფრინავის გატაცება


ჩინეთში, სინციან -იუღურის ავტონომიურ რეგიონში, ახლად აფრენილი თვითმფრინავის ეკიპაჟმა და მგზავრებმა მოახერხეს თავიდან აეცილებინათ მათი თვითმფრინავის გატაცება. ავტონომიური ოლქიის მთავრობის საიტზე წერია, რომ რეგიონის დედაქალაქ ურუმჩიში მიმავალი თვითმფრინავი, ქალაქ ჰოტანში, აფრენიდან ათ წუთში, გამტაცებლების სამიზნე გახდა. თუმცა, თვითმფრინავი მიწაზე დაბრუნდა და პოლიციამ გატაცების მცდელობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავა. ჰოტანში ხშირია შეტაკებები კომუნისტურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ მცხოვრებთ, მაჰმადიანი რწმენის იუღურებს შორის. იუღურები ებრვძიან მათ მიმართ გატარებულ უნიფიკაციიას პოლიტიკას.
XS
SM
MD
LG