Accessibility links

logo-print

ეგვიპტის მომავალმა პრეზიდენტმა ერთგულების ფიცი სიმბოლურად დადო ტაჰრირის მოედანზე


ეგვიპტის პრეზიდენტად არჩეულმა მუჰამად მურსიმ პარასკევს სიმბოლურად დადო ერთგულების ფიცი კაიროს ცენტრში მდებარე ტაჰრირის მოედანზე, ათასობით ადამიანის წინაშე. მან პირობა დადო, რომ სათავეში ედგება „სამოქალაქო სახელმწიფოს“ და პატივს სცემს ეგვიპტელ მუსლიმებსაც და ქრისტიანებსაც. პრეზიდენტად მურსის ოფიციალური ინაუგურაცია შაბათს, 30 ივნისს გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში, რასაც მოითხოვს ეგვიპტის მმართველი სამხედრო საბჭო.
XS
SM
MD
LG