Accessibility links

logo-print

მუჰამად მორსიმ ეგვიპტის პრეზიდენტობის ფიცი დადო


ეგვიპტის ერთ დროს აკრძალული მუსლიმთა საძმოს წარმომადგენელმა მუჰამად მორსიმ შაბათს ქვეყნის პრეზიდენტის ფიცი დადო. კაიროში უზენაესი სასამართლოს შენობის წინ გამოსვლისას მან თქვა: „ღმერთის წინაშე ვფიცავ, რომ ერთგულად დავიცავ რესპუბლიკურ სისტემას და პატივს ვცემ კონსტიტუციასა და კანონის უზენაესობას; გავითვალისწინებ ხალხის ინტერესებს; და დავიცავ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას.“ მორსი ეგვიპტის მეხუთე პრეზიდენტია 60 წლის წინ მონარქიის გადაგდების შემდეგ. ამავე დროს ისაა არაბულ სამყაროში პირველი თავისუფლად არჩეული ისლამისტი სახელმწიფოს მეთაური.
XS
SM
MD
LG