Accessibility links

logo-print

რადიკალმა ისლამისტებმა ტიმბუქტუში ისლამის წმინდანთა მავზოლეუმი დაანგრიეს


მალის ჩრდილოეთში, ქალაქ ტიმბუქტუში, რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ანსარ ად-დინის“ წარმომადგენლებმა დაანგრიეს ისლამის წმინდანების იქ მდებარე თექვსმეტი მავზოლეუმიდან სულ ცოტა ერთი და გადაწყვეტილი აქვთ, ყველა გაანადგურონ. რადიკალები მავზოლეუმების შექმნას კერპთაყვანისმცემლობად მიიჩნევენ. გასულ კვირაში იუნესკომ ტიმბუქტუ საფრთხეში მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა მალიში მარტში მომხდარ გადატრიალებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მავზოლეუმების განადგურება იუნესკოს გადაწყვეტილებაზე პირდაპირი რეაქციაა. დღეს იუნესკოს წარმომადგენელი გამოვიდა მოწოდებით, შეწყდეს ისტორიული ძეგლების განადგურება. ისლამისტურმა დაჯგუფება „ანსარ ად-დინმა“ მარტში ჩაიგდო ხელში მალის ჩრდილოეთი ნაწილი მეამბოხე ტუარეგებთან ერთად. ეს კავშირი არ გამოდგა მყარი და მიმდინარე კვირაში ისლამისტებმა გამოაცხადეს, რომ რეგიონის დედაქალაქი გაო მთლიანად გაწმინდეს ტუარეგებისგან.
XS
SM
MD
LG