Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილმა ივანე მერაბიშვილი პრემიერ-მინისტრად დანიშნა


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ივანე მერაბიშვილი დანიშნა. ამის შესახებ იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური. მერაბიშვილი დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა რამდენიმე წუთის წინ, პრეზიდენტის სასახლეში გააკეთა. ივანე მერაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2004 წლის 31 დეკემბრიდან 2012 წლის 30 ივნისამდე ხელმძღვანელობდა. ნიკოლოზ გილაურს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2009 წლის 6 თებერვლიდან დღემდე ეკავა.
XS
SM
MD
LG