Accessibility links

logo-print

კენიაში მიმდინარეობს სომალელი ისლამისტების მიერ გატაცებული ოთხი პირის ძებნა


კენიაში, სომალის საზღვრის მახლობლად, მიმდინარეობს სომალელი ისლამისტების მიერ გატაცებული ნორვეგიის ჰუმანიტარული ორგანიზაციის ოთხი თანამშრომლის ძებნა. ადრე იტყობინებოდნენ, რომ სამხედროები ცდილობენ დაჯგუფება „ალ-შაბააბის“ წევრებს სომალიში გასაქცევი გზები გადაუკეტონ. ოპერაციის შესახებ დეტალები უცნობია. კენიის ხელისუფლებამ დღეს განაცხადა, რომ გატაცებულია ორი ქალი და ორი მამაკაცი - ნორვეგიის, ფილიპინების, კანადისა და პაკისტანის მოქალაქეები.
XS
SM
MD
LG