Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში სულ ცოტა ცხრა ადამიანი დაიღუპა ძლიერი ქარიშხლის შედეგად


შეერთებული შტატების აღმოსავლეთ შტატებში სულ ცოტა ცხრა ადამიანი დაიღუპა ძლიერი ქარიშხლის შედეგად, სამ მილიონამდე ადამიანი ელექტროდენის გარეშე დარჩა. ამის შესახებ შაბათს განაცხადა ქვეყნის ხელისუფლებამ. ექვსი ადამიანი დაიღუპა ვირჯინიის შტატში. ნიუ-ჯერსიში სტიქიას ემსხვერპლა ორი ახალგაზრდა, რომელთა კარავს ქარისგან წაქცეული ხეები დაეცა. მერილენდის შტატში დაიღუპა მამაკაცი, რომლის მანქანასაც ხე დაეცა. იტყობინებიან, რომ რეგიონში სარეკორდოდ მაღალ მაჩვენებლებს მიაღწია ჰაერის ტემპერატურამ.
XS
SM
MD
LG