Accessibility links

logo-print

ივანიშვილი მერაბიშვილის გაპრემიერებას ეხმაურება


კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ მცხეთაში კვირას გამართული აქციის ბოლოს, ჟურნალისტებთან საუბრისას, კოალიციის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მთავრობაში მომხდარ საკადრო ცვლილებებსაც შეეხო. მისი თქმით, ამ დრომდე პრემიერ-მინისტრის პოსტი „საპენსიო“ იყო და მისთვის გაუგებარია მერაბიშვილი დააწინაურეს თუ პოლიციას ჩამოაშორეს. უფრო ადრე, საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა ივანიშვილის სიტყვები, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მერაბიშვილის დანიშვნა „საკუთარ ხალხზე ძალადობის გაძლიერებას“ წარმოადგენს. სააგენტოს ცნობით, ამ განცხადებით ივანიშვილი სტეფანწმინდაში, ჟურნალისტებთან საუბრისას გამოვიდა.
XS
SM
MD
LG