Accessibility links

logo-print

ესპანეთი ფეხბურთში ევროპის ჩემპიონი გახდა


ესპანეთის ნაკრებმა ანგარიშით 4-0 დაამარცხა იტალიის გუნდი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, რომელიც კიევში გაიმართა, და ევროპის ჩემპიონი გახდა. ესპანეთს მოგებული აქვს 2008 წლის ევროპისა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატები. დღევანდელი გამარჯვებით ის პირველი გუნდი გახდა, რომელმაც სამჯერ ზედიზედ მოიპოვა უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ტიტულები. დღევანდელ თამაშში ესპანეთი თავიდანვე სერიოზულ უპირატესობას ფლობდა. პირველი გოლი მე-14 წუთზე გაიტანა დავიდ სილვამ, მეორე - 41-ე წუთზე, ხორდი ალბამ. მეორე ტაიმში, 84-ე წუთზე, მესამე გოლი ფერნანდო ტორესმა გაიტანა. ბოლო, მეოთხე გოლის ავტორი კი ხუან მატა გახდა 88-ე წუთზე. უეფას პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ შეაქო ევრო 2012-ის მასპინძელი ქვეყნები, უკრაინა და პოლონეთი. მისი განცხადებით, ამ ქვეყნებმა „ფანტასტიური შეჯიბრების“ ორგანიზება შესძლეს.
XS
SM
MD
LG