Accessibility links

ავღანეთში ნატოს ძალების სარდალმა გამართა შეხვედრები პაკისტანში


პაკისტანის მედიის ცნობით, ავღანეთში ნატოს ჯარების სარდალი, ამერიკელი გენერალი ჯონ ალენი კვირას პაკისტანში ჩავიდა. ბოლო რამდენიმე დღეში ეს მისი მეორე ვიზიტი იყო პაკისტანში, სადაც ის აწარმოებს მოლაპარაკებებს ნატოს ჯარების მომარაგებისთვის პაკისტანის მარშრუტის აღსადგენად. ალენი პაკისტანის არმიის სარდალ გენერალ აშფაქ კაიანისა და სხვა ოფიციალურ პირებს, მათ შორის - საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. გავრცელებული ცნობით, შეხვედრებს აშშ-ის ელჩიც ესწრებოდა. სხვა დეტალები არ ვრცელდება. ნატოს ძალების მომარაგება პაკისტანის გავლით 2011 წლის ნოემბერში შეწყდა, მას შემდეგ, რაც ნატოს საჰაერო თავდასხმის შედეგად 24 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG