Accessibility links

მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს ენრიკე პენია ნიეტო


მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით, იმარჯვებს ენრიკე პენია ნიეტო, ინსტიტუციურ-რევოლუციური პარტიის კანდიდატი. მან ხმების დაახლოებით 38% მოიპოვა. მისი პარტია თითქმის 70 წელი მართავდა ქვეყანას და 12 წლის წინ დაკარგა ძალაუფლება. მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზეა მეხიკოს მერი - მემარცხენე პოლიტიკოს ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი - 31%-ით. მმართველი - ”ნაციონალური მოქმედების” პარტიის კანდიდატი ხოსეფინა ვასკეს მოტა მესამეზეა 25%-ით. წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემები ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლა და ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესება იყო. 2006 წლიდან დღემდე ნარკოკარტელებს შორის დაპირისპირებას 50 ათასზე მეტი მექსიკელი შეეწირა. მექსიკის 112 მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 47 პროცენტი ღარიბია.
XS
SM
MD
LG