Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უმასპინძლებს სირიელ ოპოზიციონერებთან მოლაპარაკებას


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ის მიმდინარე თვეში უმასპინძლებს სირიელი ოპოზიციონერების ორ ჯგუფთან მოლაპარაკებას გარდამავალ გეგმაზე, რომელსაც მხარს უჭერენ გაერო, რუსეთი და შეერთებული შტატები. გეგმა გამოცხადდა შაბათს, ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკების დასრულების შემდეგ. მის მიხედვით, უნდა შეიქმნა მთავრობა, რომელშიც შევლენ როგორც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ოპოზიციონერების ნაწილმა გეგმა უარყო. რუსეთის განცხადება, რომ უმასპინძლებს გარდამავალ გეგმაზე მოლაპარაკებას, გაკეთდა სირიელი ოპოზიციონერების 250-მდე წარმომადგენლის მოლაპარაკების ფონზე. მოლაპარაკება არაბთა ლიგის სპონსორობით იმართება კაიროში და ეძღვნება გარდამავალ გეგმას, ისევე როგორც ოპოზიციაში ერთობის საკითხს.
XS
SM
MD
LG