Accessibility links

logo-print

ავღანეთში კვირას მოკლული უცხოელი ჯარისკაცები ბრიტანელები იყვნენ


ბრიტანეთი აცხადებს, რომ ბრიტანელები იყვნენ ნატოს ჯარისკაცები, რომლებიც კვირას მოკლა ავღანელი პოლიციელის ფორმიანმა შეიარაღებულმა პირმა. ინციდენტი, რომელმაც სამი ბრიტანელი შეიწირა, მოხდა ბლოკპოსტზე სამხრეთ ავღანეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯარისკაცები შედიოდნენ პოლიციის მრჩეველთა ჯგუფში, რომელიც ბლოკპოსტზე იყო მისული ადგილობრივ უხუცესებთან შეხვედრის ჩასატარებლად. ოფიციალური ინფორმაციით, ავღანელი პოლიციელის ფორმიანმა მამაკაცმა მსუბუქი იარაღით ესროლა ჯარისკაცებს, როცა ისინი ბლოკპოსტიდან მიდიოდნენ.
XS
SM
MD
LG