Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო აქცია გამართეს აფხაზეთიდან დევნილებმა


აფხაზეთიდან დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება მოითხოვეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ენდნენ სამინისტროსგან უკეთესი პირობების შეთავაზებას, შარშან დატოვეს ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მდებარე შენობა და დროებით დაიქირავეს ფართები, თუმცა მას შემდეგ მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, მთავრობამ საცხოვრებლით მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი დევნილები დააკმაყოფილა.
XS
SM
MD
LG