Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძე: ხელისუფლებას პოლიციური სახელმწიფოს მშენებლობა აქვს გადაწყვეტილი


სამთავრობო ცვლილებას სახელისუფლებო კრიზისის დასტურად მიიჩნევენ კოალიცია ”ქართულ ოცნებაში.” მისმა პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სხვა შემთხვევაში პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადაყენება არ ხდება. ფანჯიკიძემ ასევე აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ”ქართული ოცნების” პრიორიტეტები. კოალიციის პრესსპიკერის თქმით, ხელისუფლებას 8 წელი და ”ქართული ოცნების” კარნახი დასჭირდა იმის გასარკვევად, თუ რა არის ქვეყნისთვის აუცილებელი. ამასთან, კოალიციაში მიიჩნევენ, რომ ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადაყვანა ადასტურებს რომ ხელისუფლებას მართლაც პოლიციური სახელმწიფოს მშენებლობა აქვს გადაწყვეტილი.
XS
SM
MD
LG