Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებზე


საქართველოს მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ არაოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს რამდენიმე სააგენტო. პარლამენტის წყაროზე დაყრდნობით, პირWელი იუწყება, რომ პრეზიდენტთან გამართული კონსულტაციისას განიხილებოდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის ნაცვლად კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის დანიშვნის საკითხი. ამავე წყაროზე დაყრდნობით, სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ განახლებულ მთავრობაში აღარ იქნება სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძე შეცვლის. ამ ინფორმაციის კომენტირებისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკადრო ცვლილებების თაობაზე ყველა შეკითხვას პასუხი მას შემდეგ გაეცემა, რაც პრემიერ-მინისტრი მთავრობის ახალი შემადგენლობით პარლამენტში წარსდგება. რაც შეეხება შს-თა ახალ მინისტრს, სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, ეს თანამდებობა შესაძლოა, დაიკავოს ბაჩო ახალაიამ, რომელსაც თავდაცვის მინისტრის პოსტზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია შეცვლის. ამავე სააგენტოს ინფორმაციით, შს-თა მინისტრის თანამდებობაზე განიხილება მინისტრის ამჟამინდელი მოადგილის ამირან მესხელის და განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის კანდიდატურებიც.
XS
SM
MD
LG