Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო სირიის კრიზისს მიიჩნევს მსოფლიოში უსაფრთხოებისთვის უდიდეს პრობლემად


ნატოს შეფასებით, სირიის კრიზისი არის უდიდესი პრობლემა, რომელიც ამჟამად არსებობს მსოფლიოში უსაფრთხოების კუთხით. ეს შეფასება დღეს ბრიუსელში გამოთქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა. მან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობა მოიხსენია რეჟიმად, რომელსაც მთლიანად დაკარგული აქვს ჰუმანურობა და ლეგიტიმურობა. როგორც რასმუსენმა აღნიშნა, ომი მეტისმეტად დიდი ხანია, გრძელდება და მეტისმეტად დიდი მსხვერპლი მოაქვს, მაგრამ ნატო არ აპირებს კონფლიქტში სამხედრო ინტერვეცნიას, რადგან სწორ გზად მიაჩნია კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარება. რასმუსენის ეს განცხადება მოჰყვა შაბათს ჟენევაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას, რომელზეც მხარი დაუჭირეს გაეროს შუამავლობით შექმნილ სამშვიდობო გეგმას. ის ითვალისწინებს დამასკში გარდამავალი მთავრობის შექმნას. მაგრამ სირიელი ოპოზიციონერები გეგმას უარყოფენ, რადგან ის არ შეიცავს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის გადადგომის მოთხოვნას.
XS
SM
MD
LG