Accessibility links

logo-print

ავღანეთი იმუქრება, რომ გაეროში წამოჭრის პაკისტანის საკითხს


ავღანეთი იმუქრება, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში უჩივლებს პაკისტანს, საიდანაც, როგორც ქაბული აცხადებს, ჭურვებს უშენენ საზღვართან მდებარე ავღანურ სოფლებს. ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქაბული მოითხოვს ამ საკითხის განიხლვას გაეროს უშიშროების საბჭოში, თუ შედეგს ვერ მოიტანს ისლამაბადთან მიმდინარე მოლაპარაკება. ავღანეთის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს ცნობით, მას საკმარისი მტკიცებულებები აქვს იმის დასასაბუთებლად, რომ პაკისტანელი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ ავღანეთში მდებარე კუნარის პროვინციის სოფლების დაბომბვაში. ადგილობრივი ხელისუფლება უკვე რამდენიმე კვირაა, უჩივის საზღვრის მეორე მხრიდან ცეცხლის გახსნის შემთხვევებს.
XS
SM
MD
LG