Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამთავრობო პროგრამა ხვალ ოფიციალურად გატარდება რეგისტრაციაში


ახალი სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ბიუროს ხვალისთვის დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე ოფიციალურად გატარდება რეგისტრაციაში.
როგორც ბიუროს დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, სამთავრობო პროგრამა პარლამენტში დღეს „შევა“. მან ფრაქციებსა და კომიტეტებს მოუწოდა, პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციები მთავრობის საპარლამენტო მდივან გიორგი ხუროშვილსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილთან გამართონ. ხვალვე პარლამენტს მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარედგინება. ეს ინფორმაცია გაავრცელა სააგენტო "მედიანიუზმა".
XS
SM
MD
LG