Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყანდაარში თვითმკვლელმა, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი მოკლა


ორშაბათს სამხრეთ ავღანეთის ქალაქ ყანდაარში თვითმკვლელმა თავდამსხმელმა ააფეთქა ავტომანქანა, რასაც, სულ ცოტა, შვიდი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. კიდევ 20 ადამიანი დაშავდა. მიღებული ცნობების თანახმად, აფეთქება მოხდა ყანდაარის უნივერსიტეტის მახლობლად, აშშ-ის ბაზიდან ორ კილომეტრში. ყველა დაღუპული სამოქალაქო პირია. კვირას მომხდარი ინციდენტის დროს, როცა ავღანეთის არმიის ფორმაში გამოწყობილმა პირმა სროლა აუტეხა ნატოს ჯარს, სამი ბრიტანელი სამხედრო დაიღუპა.
XS
SM
MD
LG