Accessibility links

აღსრულების ბიურომ ბიძინა ივანიშვილის აქციებზე აუქციონი გამოაცხადა


სააგენტო მედიანიუსი იტყობინება აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობაზე დაყრდნობით, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, დღეს, 2012 წლის 2 ივლისს, გამოცხადდა აუქციონი ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ზე სს ,,ქართუ ჯგუფში" და აქციების 21.7%-ზე სს „პროგრეს ბანკში".
ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ზემოაღნიშნული აქციების შეფასება აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე, განახორციელა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ი სს ,,ქართუ ჯგუფში, "151 880 661 ლარის ღირებულებისაა, ხოლო აქციების 21.7%-ი სს „პროგრეს ბანკში" – 3 566 498 ლარისა. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველ იძულებით საჯარო აუქციონზე განთავსებული ქონების საწყისი ფასია ექსპერტის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის 50%, შესაბამისად სს ,,ქართუ ჯგუფში" ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი აქციების 100%-ის საწყისი ფასია 75 940 330,50 ლარი, ხოლო სს „პროგრეს ბანკში" კუთვნილი აქციების 21.7% საწყისი ფასი - 1 783 249 ლარი. მოვალის მიერ მასზე დაკისრებული თანხის გადახდის შემთხვევაში, უქმდება ყველა სააღსრულებო ღონისძიება, შესაბამისად, წყდება აუქციონის მიმდინარეობა და იხსნება ქონებაზე დადებული ყადაღა.
XS
SM
MD
LG