Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მექსიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ოპონენტს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს


მექსიკაში კვირას ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატი, მემარცხენე პოლიტიკოსი და მეხიკოს ყოფილი მერი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი არჩევნებს გაყალბებულად აცხადებს. მან ენრიკე პენია ნიეტოს გამარჯვებას ”ყალთაბანდური” უწოდა, არჩევნებს კი - ფალსიფიცირებული. პენია ნიეტოს გამარჯვების შესახებ ორშაბათს გახდა ცნობილი. ოფიციალური მონაცემებით მან ხმების 38 პროცენტი დააგროვა, ლოპეს ობრადორმა კი - 31%. 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ობრადორი ფელიპე კალდერონთან ერთ პროცენტზე ნაკლებით დამარცხდა, რის შემდეგაც მოაწყო საპროტესტო კამპანია, რამაც მექსიკის თვეზე მეტით პარალიზება გამოიწვია.
XS
SM
MD
LG