Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მაესტრო” სატელიტურ ანტენებს დაურიგებს რეგიონების მოსახლეობას


ტელეკომპანია "მაესტროს" სტელიტური ანტენებით, რომლებიც რეგიონებში დარიგდება, შესაძლებელი იქნება 400-მდე, მათ შორის თითქმის ყველა ქართული ტელარხის ყურება - ამის შესახებ დღეს სააგენტო ინტერპრესნიუსს აცნობა "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ილია კიკაბიძემ. ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა გასულ საღამოს განაცხადეს, რომ იწყებენ პრომო აქციას "მაესტრო ყველა ოჯახში," რომლის ფარგლებშიც რეგიონების მოსახლეობას სატელიტურ ანტენებს დაურიგებენ. ანალოგიური აქციის განზრახვა ივნისის ბოლოს დაადასტურა ტელეკომპანია მე-9 არხის გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა. დღეს მან ”ინტერპრესნიუსს” განუმარტა, რომ პროექტი დამუშავების პროცესშია.
XS
SM
MD
LG