Accessibility links

logo-print

ლეიბორისტები გამოეხმაურნენ ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას


ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ლეიბორისტები სააკაშვილი-ივანიშვილის შეთანხმებად მიიჩნევენ. დღევანდელ პრესკონფერენციაზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა, რომ ეს შეთანხმება მომავალი არჩევნების შემდეგ ”ნაციონალებისა” და "მეოცნებეთა" კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების წინაპირობაა. "ვინაიდან ივანიშვილისთვის მერაბიშვილია მთავარი მოკავშირე და ნიჭიერი მენეჯერი," რომელთანაც წლების განმავლობაში აქვს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა, გაფრთხილებთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის მორიგი გაბითურების ამერიკული გეგმა”, - განაცხადა გუგავამ. ლეიბორისტები საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ, რათა მათივე განცხადებით, ”საქართველო იმპერიული ძალების დადგმული სპექტაკლის მონაწილე არ გახდეს.”
XS
SM
MD
LG