Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა წარმატებით გამოსცადა ბალისტიკური რაკეტები


ირანის მედიის თანახმად, ამ ქვეყანამ დღეს წარმატებით გამოსცადა ბალისტიკური, საშუალო რადიუსზე მოქმედების რაკეტა, „შაჰაბ-3“ . ამ რაკეტას მიზნის დაზიანება შეუძლია ორი ათას კილომეტრში. რაკეტის გამოცდა მოხდა ორშაბათს დაწყებული სამხედრო წვრთნის ჩარჩოებში. ამ მანევრების მიზნად თეირანმა დაასახელა თავისი სწრაფვა, აჩვენოს, რომ შეუძლია მოიგერიოს ნებისმიერი მტრული თვადასხმ აგარედან. სამხედრო სწავლება დაემთხვა სტამბოლში მიმდინარე შეხვედრას, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას ეხება და რომელშიც ექსპერტები მონაწილეობენ. გაეროს უშიშიროების საბჭოს ხუთი წევრი და გერმანია ცდილობენ დაიყოლიონ ირანი, უარი თქვას ურანის გამდიდრებაზე, რათა ვერ მოახერხოს ბირთვული იარაღის შექმნა.
XS
SM
MD
LG