Accessibility links

logo-print

იაპონიამ პროტესტი გამოთქვა კურილის კუნძულებზე რუსეთის პრემიერის სტუმრობის გამო


იაპონიის მთავრობამ რუსეთის ელჩი გამოიძახა და პროტესტი გამოთქვა რუსეთის მიმართ ამ ქვეყნის პრემიერის, დმიტრი მედვედევის სტუმრობის გამო რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ კუნძულებზე, რომლებზეც პრეტენცია აქვს იაპონიას. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კოიჩირო გემბამ განაცხადა, რომ ვიზიტი ცივ წყალს გადაასხამს ორ ქვეყანას შორის ურთიერობას. მედვედევმა, სანამ კუნძულებს ეწვეოდა სამშაბათს, განაცხადა, რომ სამხრეთი კურილები რუსეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს კუნძულები რუსეთმა დაიკავა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მათ გამო, რუსეთსა და იაპონიას შორის, არ არის დადებული სამშვიდობო შეთანხმება.
XS
SM
MD
LG