Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: „სირიის მეგობართა ჯგუფი საჭირო აღარაა“


მოსკოვი თვლის, რომ დასავლეთის ქვეყნების მიერ შექმნილი სირიის მეგობართა ჯგუფი საჭირო აღარაა ჟენევის საერთაშორისო შეხვედრის შემდეგ. ეს განუცხადა ინტერფაქსს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. მას მერე, რაც 30 ივნისს ჩამოყალიბდა „სირიი სამოქმედო ჯგუფი,“ სხვა ფორმუმები კონფლიქტის მოგვარების გზების განსახილველად, აღარაა საჭირო, თვლის ლავროვი, რომლის აზრით, მეგობართა ჯგუფის მიზანი იყო მხარი დაეჭირა სირიის ოპოზიციის „უცხოეთზე დამყარებული ნაწილისთვის“. ლავროვმა დაადასტურა, რომ მოსკოვი, რომელიც ადრე ყოველთვის უარს ამბობდა ამ ჯგუფის შეხვედრებში მონაწილეობაზე, არ ჩავა პარიზში, მორიგ შეხვედრაზე. მეგობართა ჯგუფის წამყვანი წევრები არიან აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ასევე არაბული ქვეყვნებიდან საუდის არაბეთი და კატარი, დასავლეთის მჭიდრო მოკავშირეები.
XS
SM
MD
LG