Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი: პაკისტანი ისევ გახსნის ავღანეთის სატრანზიტო მარშრუტებს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პაკისტანი ისევ გახსნის ავღანეთის სატრანზიტო მარშრუტებს, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩაკეტა. როგორც ჰილარი კლინტონმა განაცხადა, მას სამშაბათს სატელეფონო საუბარში შეატყობინა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰინა რაბანი ხარმა, რომ „იხსნება ავღანეთის მოსამარაგებელი სახმელეთო გზები“. კლინტონის თქმით, პაკისტანელ კოლეგასთან საუბარში მან მწუხარება გამოთქვა დანაკარგის გამო, რომელიც პაკისტანმა განიცადა გასული წლის 26 ნოემბერს შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმის შედეგად 24 პაკისტანელი ჯარისკაცის დაღუპვით. ამ ინციდენტით გამოწვეული პროტესტის ნიშნად, ისლამაბადმა ჩაკეტა სატრანზიტო გზები, რომლებსაც ნატო იყენებდა ავღანეთში თავისი ჯარების მოსამარაგებლად. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ვიქტორია ნულანდმა სამშაბათს უთხრა ჟურნალისტებს, „ორივე მხარე წუხს დანაკარგის გამო, რომელიც ორივე ქვეყანამ განიცადა ტერორისტებთან ბრძოლაში“. კლინტონის განცხადება მარშრუტების გახსნის შესახებ მოჰყვა პაკისტანის ახალი პრემიერ-მინისტრის, რაჯა ფერვეზ აშრაფის ასევე სამშაბათის გამოსვლას, რომელშიც მან აღიარა სატრანზიტო გზების ჩაკეტვის უარყოფითი ზეგავლენა ნატოს წევრ ქვეყნებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, პაკისტანის ურთიერთობაზე.
XS
SM
MD
LG