Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებმა, სულ ცოტა, 33 ადამიანი შეიწირა


ერაყში აფეთქებების სერიამ შეიწირა, სულ ცოტა, 33 ადამიანი. დაიჭრა 100-მდე კაცი. ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა ინციდენტს სამხრეთში მდებარე ქალაქ დივანიის ბაზარში. იქ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა 25 და დაიჭრა 50-მდე ადამიანი. უფრო ადრე, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი შეიწირა გზის პირას ჩადებული ორი ბომბის აფეთქებამ, რომელიც მიმართული იყო შიიტი მომლოცველების წინააღმდეგ ქარბალასთან - შიიტების ერთ-ერთ წმინდა ქალაქთან. ქარბალა ცენტრალურ ერაყში მდებარეობს.
XS
SM
MD
LG