Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მღელვარებაა რუსული ენის სტატუსის გამო


კიევის ცენტრში საპროტესტო აქციის ასობით მონაწილე იმყოფება. ისინი რუსული ენის სტატუსის შესახებ კანონს აპროტესტებენ. უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერმა ვლადიმირ ლიტვინმა განაცხადა, რომ გადადგება, თუკი პრეზიდენტი ხელს მოაწერს კანონს. სამშაბათს უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს რუსული ენის სტატუსის უკრაინულთან გათანაბრების შესახებ. კენჭისყრა სპიკერის მონაწილეობის გარეშე წარიმართა. კანონის თანახმად, რუსული ენა რეგიონული ენის სტატუსს იძენს უკრაინის 27-დან 13 ოლქში, რომელიც ძირითადად რუსულენოვანი მოქალაქეებით არის დასახლებული. კანონის ამოქმედებისთვის პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.
XS
SM
MD
LG