Accessibility links

საქართველოში ქლორით მოიწამლა 70-ზე მეტი ადამიანი


საქართველოში წუხელ საავადმყოფოებში მოათავსეს ქლორით მოწამლული 73 ადამიანი. ინტოქსიკაცია მოჰყვა თბილისის გარეუბან ლილოში ქლორის გაჟონვას ამ ნივთიერებისათვის განკუთვნილი ავზიდან, რომლის მფლობელადაც სახელდება კომპანია „კრისტალი“. მიმდინარეობს გამოძიება. ცნობების თანახმად, ქლორის გაჟონვა გამოიწვია გაფუჭებულმა ონკანმა. დაშავებულების დიდი ნაწილი უკვე გაწერეს საავადმყოფოებიდან. მძიმეა ერთი პაციენტის მდგომარეობა - ახალგაზრდა კაცი, რომელიც ასთმით არის დაავადებული, კომაში ჩავარდა და სუნთქვის აპარატთან არის მიერთებული. საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, გოგა ხაჩიძის დღევანდელი განცხადებით, ქლორის გაჟონვა უკვე აღარ უქმნის საფრთხეს ადამიანებსა და გარემოს.
XS
SM
MD
LG