Accessibility links

logo-print

უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა რუსულის სტატუსის გარშემო უთანხმოების გამო


უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე, ვლადიმირ ლიტვინი თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც პარლამენტში დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს რუსული ენის სტატუსს. უმრავლესობაში მყოფი „რეგიონების პარტიის“ დეპუტატებმა სამშაბათს ბოლო მოსმენითაც დაამტკიცეს კანონპროექტი, რასაც მოჰყვა პარლამენტარებს შორის შეხლა-შემოხლა. რუსული ენის სტატუსის გაძლიერებისაკენ გადადგმულ ნაბიჯს პროტესტი მოჰყვა კიევის ქუჩებშიც, სადაც დემონსტრანტების ნაწილმა მთელი ღამე გაატარა. დაძაბულობის განსამუხტად, პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა საგანგებო შეხვედრაზე მიიწვია ლიტვინი და საპარლამენტო ფრაქციების ლიდერები. კანონპროექტი რუსულ ენას უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ანიჭებს იმავე სტატუსს, რომლითაც უკრაინული სარგებლობს. რუსული უნდა დამკვიდრდეს სასამართლოებში, განათლების სფეროში და ბიზნესის წარმოებაში. იმისათვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, მას ხელი უნდა მოაწერონ ლიტვინმა და იანუკოვიჩმა.
XS
SM
MD
LG