Accessibility links

logo-print

პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას


საქართველოს პარლამენტმა 102 ხმით 7-ის წინააღმდეგ ნდობა გამოუცხადა მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას და მის პროგრამას, სახელწოდებით ”მეტი სარგებელი ხალხს.” პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის მთავრობაში შს მინისტრის თანამდებობა დაიკავა ბაჩო ახალაიამ, თავდაცვის მინისტრის - დიმიტრი შაშკინმა, განათლების მინისტრის - ხატია დეკანოიძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრის პოსტი დალი - ხომერიკმა და დასაქმების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა - პაატა ტრაპაიძემ. მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა პოსტები შეინარჩუნეს. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარუდგინა ვანო მერაბიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ”დღემდე მიღწეული წარმატებების და გამოცდილების ბაზაზე ამ ეტაპის მთავარი ამოცანაა ხალხთან ყველა სიკეთის მიტანა.” უმთავრეს ამოცანად ახალმა პრემიერმა დაასახელა დასაქმება და სპეციალური სამინისტროს შექმნა უმუშევრობის პრობლემის მოგვარების აუცილებლობით ახსნა. ვანო მერაბიშვილმა ასევე ისაუბრა პენსიის 100 დოლარამდე გაზრდაზე, ოთხწლიან 1000-ლარიან ვაუჩერზე, ყველა მოქალაქის დაზღვევასა და ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობისთვის მილიარდობით ლარის დახარჯვის განზრახვაზე.
XS
SM
MD
LG