Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში პოლიციელებთან შეტაკება მოჰყვა საპროტესტო აქციას


უკრაინის პარლამენტთან მოხდა შეტაკება პოლიციელებსა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ ენის შესახებ ახალი კანონპროექტის დამტკიცების გამო. საქმე ეხება უკრაინის პარლამენტში სამშაბათს ბოლო მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს რუსული ენის სტატუსს - მას უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ანიჭებს იმავე სტატუსს, რომლითაც უკრაინული სარგებლობს. კიევში დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე, 2000-მდე დემონსტრანტმა წყლით სავსე ბოთლები და ჯოხები დაუშინა პოლიციელებს, რომლებმაც ცრემლმდენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. დღეს უფრო ადრე, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, ვლადიმირ ლიტვინმა გამოაცხადა, რომ ითხოვს გადადგომას უთანხმოების გამომწვევი კანონპროექტის დამტკიცების გამო. იმისათვის, რომ კანონპროექტი კანონად იქცეს, ის საჭიროებს პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის ხელმოწერას.
XS
SM
MD
LG