Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰერმან ვან რუმპე არჩევნებს მიიჩნევს საქართველოში პროგრესის მნიშვნელოვან ინდიკატორად


ევროკავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ ოთხშაბათს, საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები იქნება საქართველოს პროგრესის "მნიშვნელოვანი ინდიკატორი". ამ განცხადებით ჰერმან ვან რუმპე გამოვიდა თბილისში, პრეზიდენტ მიხელ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. მანამდე ის შეხვდა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს. სააკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, ჰერმან ვან რუმპემ ისაუბრა პროგრესზე ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობაში, საქართველო მოიხსენია „ძალიან კარგ მაგალითად“ რეგიონში ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით და დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო გადასულია გადამწყვეტ ეტაპზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების მომზადების პროცესში და აღწევს წინსვლას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებაში. სააკაშვილის თქმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოში იწვევენ „მაქსიმალური რაოდენობის“ ევროპელ დამკვირვებლებს.
XS
SM
MD
LG