Accessibility links

მეცნიერები იასირ არაფატის სიკვდილის ნამდვილი მიზეზის დადგენას შეეცდებიან


პალესტინელთა თვითმმართველობის განცხადებით, ის გასცემს ნებართვას, ექსჰუმაცია გუკეთონ მათი ყოფილი ლიდერის, იასირ არაფატის გვამს, რათა დადგინდეს, რა იყო მისი გარდაცვალების მიზეზი 2004 წელს. არაფატის ქვრივმა, სუჰამ ისურვა ექსჰუმაცია და ავტოფსია მას მერე, რაც შვეიცარიის ერთ-ერთმა ლაბორატორიამ დაადგინა რადიოაქტიული ნივთიერების კვალი იმ ნივთებზე, რომლებსაც არაფატი მოიხმარდა სიცოცხლის ბოლო დღეებში. შვეიცარიის, ლოზანის ატომური ფიზიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ფრანსუა ბოშუდმა განაცხადა: „რადიოაქტიულობის მაღალი დონე მიკვლეული იყო ქვედა საცვლებზე, რუსულ ქუდზე, რომლითაც ის ჩამოვიდა რამალადან პარიზში და მის კბილის ჯაგრისზე. რადიოაქტიულობა კბილის ჯაგრისზე ყველაზე მაღალი იყო“. მისი თქმით, მიკვლეულია პოლონიუმის კვალი. მანვე განმარტა, რომ საჭიროა ჩატარდეს გამოკვლევა, რათა დადგინდეს, არაფატის სხეულზე იყო ეს პოლონიუმი თუ ის გარემოდან, ბუნებრივი გზით მოხვდა მის ნივთებზე.
XS
SM
MD
LG