Accessibility links

logo-print

ხმელთაშუა ზღვაში სირიის მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავის მფრინავების გვამებს მიაკვლიეს


სირიის საზენიტო თავდაცვის მიერ ერთი კვირის წინ ჩამოგდებული თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ორი მფრინავის გვამებს მიაგნეს ხმელთაშუა ზღვაში. ცნობით, მათი მიკვლევა მოხერხდა აშშ-ის ხომალდიდან ზღვის ფსკერზე ჩაშვებული საგანგებო აპარატის მიერ. მომხდარის ზუსტ ადგილს არ ამხელენ. არ არის მიკვლეული თვითმფრინავის ნაწილები. ჩანს, მფრინავებმა მოასწრეს კატაპულტირება. ამ ინციდენტს მოჰყვა დაძაბულობა სირიის და თურქეთის ურთიერთობაში. სირია აცხადებს, რომ თვითმფრინავმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია.
XS
SM
MD
LG