იაპონიის საპარლამენტო კომისიის კვლევის შედეგებით, ფუკუშიმის ატომურ ელექტროსადგურზე შარშან, მარტში მომხდარი ავარია ადამიანის მოქმედების შედეგი იყო. კატასტროფის შესახებ ანგარიშში კომისია აკრიტიკებს მთავრობას, რეგულატორ უწყებებსა და საწარმოს ოპერატორ კომპანია „ტეპკოს“ მათი ნელი და არაადეკვატური რეაგირების გამო მას შემდეგ, რაც ცუნამის გიგანტურმა ტალღამ მწყობრიდან გამოიყვანა ფუკუშიმის ბირთვული საწარმოს გასაგრილებელი მოწყობილობა. ცუნამიმ გამოიწვია ავარია, რომლის შედეგადაც გაჟონა რადიოაქტიურმა ნივთიერებამ და სახლ-კარი მიატოვა რეგიონის მკვიდრმა ათიათასობით ადამიანმა. სექტემბერში პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა ნაოტო კანი, რომელსაც მკაცრად აკრიტიკებდნენ ავარიის შემდგომი ქმედებებისთვის.
ყველაზე პოპულარული
1